ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

MIND ICM24

კონკურსი MIND 24 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტუგალიური უნივერსიტეტებისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის MIND 24  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/26 წლის აკადემიური განმავლობაში მობილობის განხორციელების მიზნით.

  • University of Porto
  • University of Aveiro,
  • University of Minho
  • University of Trás-os-Montes and Alto Douro

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია – 170 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 850 EUR

სამუშაო ენა: ინგლისური ან/და პორტუგალიური

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ფოტოსურათი (სურვილის შემთხვევაში ვიდეოც);
  • ვალიდური პირადობის მოწმობის ასლი (არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია პასპორტის ასლის ატვირთვა);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ფუნქცია-მოვალეობების მითითებით;
  • უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილი (აუცილებელია ხელმოწერის, ბეჭდის და თარიღის მითითება): შაბლონის ჩამოტვირთვა;

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-.

განაცხადი უნდა წარადგინოთ MIND ICM24-ის პლატფორმაზე: https://mindicm24.up.pt/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 მაისი (00:00 CET), 2025 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ: international@reit.up.pt

ბანერები