ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Uppsala University

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უფსალას უნივერსიტეტისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი) მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა: 7 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

შემოთავაზებული მობილობის ტიპები:

მობილობა სწავლების მიზნით (Staff Mobility for Teaching): პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლება, ე.წ. Staff mobility for Teaching (STA), გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი ახორციელებს სწავლების აქტივობებს(მაგ. სემინარები, ლექციები, ტუტორინგი) უფსალას უნივერსიტეტში კვირაში მინიმუმ 8 საათის დატვირთვით.

მობილობა ტრენინგის მიზნით (Staff Mobility for Training): კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს გრანტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად უფსალას უნივერსიტეტში ე.წ. „job shadowing” ტიპის მობილობის განხორციელებისათვის. აღნიშნული გულისხმობს ისეთი კოლეგების გვერდით მუშაობას, რომლებსაც აქვთ რელევანტური სამუშაო ამოცანები.

პერსონალის საერთაშორისო კვირეული (International Staff Week): კვირეულის ფარგლებში, კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ მეტი ინტერნაციონალიზაციის, კვლევის, განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის შესახებ.  პერსონალის კვირეულში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადის ფორმაში მიუთითოთ დიახ, პუნქტში „მინდა მივიღო მონაწილეობა პერსონალის საერთაშორისო კვირეულში“.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია – 180 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR

სამუშაო ენა: ინგლისური

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად უფსალას უნივერსიტეტის მიერ: ონლაინ განაცხადის ფორმა

განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.

===============================

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009-367 (ext)

 

ბანერები