2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისათვის.
_____________________________________________________________________________________
საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე;
- ხშირად დასმული კითხვები: FAQ
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
- ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2uOmJYX
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2020 (18:00 საქართველოს დროით)
_____________________________________________________________________________________
COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა სტუდენტის მობილობაზე!
- 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
- ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გადაავადოს მობილობის განხორციელება მომდევნო სემესტრისათვის;
- ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მობილობის მომდევნო სემესტრში გადავადების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება საბაკალავრო საფეხურის იმ სტუდენტების მობილობა, რომელთაც 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულზე დამამთავრებელი სემესტრის გატარება უწევთ მასპინძელ ქვეყანაში.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის ;
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის .
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში:
გთხოვთ, თითოეული უნივერსიტეტის დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილოთ ინდივიდუალური საინფორმაციო ბროშურები!
=============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)