ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

MIND 23 გაცვლითი პროგრამა

კონკურსი MIND 23 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტუგალიური უნივერსიტეტებისთვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2024/25 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ქვემოთ ჩამოთვლილ 4 პორტუგალიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

  • University of Porto
  • University of Aveiro,
  • University of Minho
  • University of Trás-os-Montes and Alto Douro

მობილობის ხანგრძლივობა:  4 თვე

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR ¹
  • სამგზავრო ხარჯებისთვის - 820 EUR

შერჩეული კანდიდატები დამატებით მიიღებენ ჯანმრთელობის და სამოგზაურო დაზღვევას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი როგორც კონკურსის ისე მობილობის პერიოდში;
  • სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს პირველი სასწავლო წელი (მინიმუმ 60 კრედიტი);
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისათვის მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის ძირითადი ან მეორადი პროფესიის მიმართულებით;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანდიდატს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისთვის.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ფოტოსურათი (სურვილის შემთხვევაში ვიდეოც);
  • ვალიდური პირადობის მოწმობის ასლი (არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია პასპორტის ასლის ატვირთვა);
  • შევსებული და დეკანის მიერ ხელმოწერილი სასწავლო გეგმა (სავალდებულოა მასპინძელ უნივერსიტეტში გასავლელი მინ.20ECTS აღიარებადი კრედიტის მითითება)²: შაბლონის ჩამოტვირთვა;
  • განახლებული აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი;
  • შესაბამისი უცხო ენის (ინგლისური ან პორტუგალიური) მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
  • უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილი გაცემული პროფესორის ან რელევანტური ფაკულტეტის მიერ (აუცილებელია ხელმოწერის, ბეჭდის და თარიღის მითითება): აბლონის ჩამოტვირთვა;
  • წინა საფეხურის/საფეხურების დიპლომი/დიპლომები (სავალდებულოა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში: ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის პრობლემის ან სპეციალური საჭიროების დამადასტურებელი ცნობა.

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს.

მიიღება მხოლოდ ელექტრონული განაცხადის ფორმით წარმოდგენილი განაცხადები: https://mind23.up.pt/apply

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 აპრილი (00:00 CET), 2024 წელი.

გთხოვთ, კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://mind23.up.pt/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ: international@reit.up.pt


¹კანდიდატები, რომლებიც მიეკუთვნებიან “Students with fewer opportunities” ჯგუფს მიიღებენ დამატებით თანხას.

² შევსებული ხელშეკრულება გამოგვიგზავნეთ მეილზე: erasmusplus@iliauni.edu.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო ხელშეკრულების განხილვას სჭირდება 3-5 დღე.

 

ბანერები