კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის, “PEERS” ფარგლებში მინიოს, ავეიროსა და ევორას უნივერსიტეტებისათვის
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის PEERS გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/26 წლის გაზაფხულის ან 2026/27 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის განხორციელების მიზნით.
PEERS-ის ფარგლებში მობილობის განხორციელება შესაძლებელია პორტუგალიის სამ უნივერსიტეტში:
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, PEERS ელექტრონულ სააპლიკაციო პლატფორმაზე;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში; კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე; დოკუმენტის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი და გვარი;
- სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია PEERS-ის პროგრამაში ჩართული სამივე უნივერსიტეტისათვის;
- ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; შერჩევის პროცესში აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
მობილობის დეტალები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
- მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ და/ან პორტუგალიურ ენებზე;
- მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის; მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს სასურველი მიმართულების ენის კომპეტენციის მოთხოვნებს;
- კურსების კატალოგი თითოეული უნივერსიტეტისათვის იხილეთ შესაბამის ბმულებზე:
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის - 820 EUR
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 60 კრედიტი;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას, მინიმუმ, B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
- კანდიდატებს, რომლებიც მიეკუთვნებიან “Students with fewer opportunities" შერჩევის პროცესში მიენიჭებათ უპირატესობა.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- CV/რეზიუმე (სასურველია EUROPASS-ის ფორმატში)
- შესაბამისი უცხო ენის, მინიმუმ, B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- ნიშნების ფურცელი;
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინა საფეხურ(ებ)ის დიპლომი დანართთან ერთად;
- სასწავლო ხელშეკრულება, ხელმოწერილი თქვენი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამისათვის შევსებული სასწავლო ხელშეკრულება უნდა გაუგზავნოთ შესაბამისი მიმართულების კურიკულუმის ექსპერტს (კურიკულუმის ექსპერტების სრული სია იხილეთ ბმულზე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო ხელშეკრულების განხილვას სჭირდება 3-5 დღე.
სასწავლო ხელშეკრულების შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინასწარი თანხმობის ხელმოწერილი წერილი შესაბამისი ფაკულტეტის/მიმართულების კოორდინატორისაგან;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - სასწავლო ხელშეკრულება და კვლევის გეგმა, ხელმოწერილი როგორც მშობლიური, ასევე მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS_documentos.aspx
ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ მინიოს უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://uminho.moveonfr.com/locallogin/67d170d4f484e754ea054497/eng
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 7 მაისი, 2025 წელი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: