კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კალიარის სამუსიკო კონსერვატორიისათვის
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კალიარის სამუსიკო კონსერვატორიისათვის მობილობის განხორციელების მიზნით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: კალიარის სამუსიკო კონსერვატორია
_____________________________________________________________________________________
საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
- ხშირად დასმული კითხვები: FAQ
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე მუსიკის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მობილობის პერიოდში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას); გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის ცვლილება (კონკურსი მოიცავს განაცხადების მიღების გამოცხადებიდან მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებამდე პერიოდს);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინ. 60 კრედიტი;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- სტუდენტი ვალდებულია სააპლიკაციო ფორმაში წარმოადგინოს კურიკულუმის ექსპერტთან შეთანხმებული და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება მინიმუმ 12 კრედიტის მოცულობის საგნების მითითებით, რომლებიც აღიარებადია სტუდენტის მშობლიური კურიკულუმის ფარგლებში (თუ მასპინძელ უნივერსიტეტს დაწესებული აქვს კრედიტების განსხვავებული მინიმალური რაოდენობა, მათი მოთხოვნა იქნება უპირატესი).
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელ-ფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
____________________________________________________________________________________
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ: ბმულზე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2024 (18:00 საათი საქართველოს დროით)
ექსპერტისთვის სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი, 2024 (18:00 საათი საქართველოს დროით)
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, E კორპუსი, E120 ოთახი
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)