ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2025/26 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2025/26 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2025/26 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის.


საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
  • ხშირად დასმული კითხვები: FAQ

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მობილობის პერიოდში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას); გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის ცვლილება (კონკურსი მოიცავს განაცხადების მიღების გამოცხადებიდან მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებამდე პერიოდს);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინ. 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული  Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი  ანალოგიურ საფეხურზე;
  • მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისათვის მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი ვალდებულია სააპლიკაციო ფორმაში წარმოადგინოს კურიკულუმის ექსპერტთან შეთანხმებული და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება იმ მოცულობის საგნების მითითებით, რომლებიც მინიმუმ 12 კრედიტად აღიარდება სტუდენტის მშობლიური კურიკულუმის ფარგლებში (თუ მასპინძელ უნივერსიტეტს დაწესებული აქვს კრედიტების განსხვავებული მინიმალური რაოდენობა, მათი მოთხოვნა იქნება უპირატესი).
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლით პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს არ უნდა ჰქონდეთ დასრულებული და ჩაბარებული სადისერტაციო ნაშრომი როგორც განაცხადის შემოტანის, ისე მობილობის განხორციელების დროს;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს დაცული უნდა ჰქონდეთ პროსპექტუსი. გამონაკლისი დაიშვება იმ დოქტორანტი სტუდენტებისთვის, რომლებიც კონკურსის ეტაპზე წარმოადგენენ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წერილობით თანხმობას მათ მიერ საერთაშორისო მობილობის განხორციელებაზე პროსპექტუსის დაცვამდე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელ-ფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
  • ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე, აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.


ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:


ძირითადი კონკურსი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21 თებერვალი, 2025 (18:00 საათი საქართველოს დროით)

ექსპერტისთვის სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნის ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2025 (18:00 საათი საქართველოს დროით)

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ  ბმულზე.


დამატებითი კონკურსი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2025 (18:00 საათი საქართველოს დროით)

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

სტუდენტს მონაწილეობის მიღება შეუძლია ორივე კონკურსში, თუმცა, შერჩეული უნივერსიტეტების რაოდენობა ორივე კონკურსისთვის ერთად არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 უნივერსიტეტს.

თუ სტუდენტი ორივე კონკურსში მონაწილეობს და ძირითადი კონკურსის დასრულებამდე მიიღებს დადებით პასუხს დამატებითი კონკურსის ფარგლებში, მისი კანდიდატურის განხილვა ძირითადი კონკურსის ფარგლებში აღარ მოხდება; ხოლო დამატებით კონკურსში უარის მიღების შემთხვევაში, გამსვლელი ქულის მქონე სტუდენტის ნომინირება მოხდება ძირითადი კონკურსის ფარგლებში. იმ სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დამატებით კონკურსში შერჩევის შესახებ საბოლოო პასუხი ძირითადი კონკურსის დასრულებამდე და ამავდროულად ექნება საკმარისი ქულა ძირითადი კონკურსისთვის, მას მიეცემა საშუალება, უარი თქვას დამატებითი კონკურსის ფარგლებში ნომინირებაზე და უპირატესობა მიანიჭოს ძირითადი კონკურსის შედეგს ან, პირიქით, უარი თქვას ამ უკანასკნელში ნომინირებაზე და დაელოდოს დამატებითი კონკურსის შედეგებს.

======================

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T  კორპუსი, T107 ოთახი
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

 

ბანერები