ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR¹
  • სამგზავრო ხარჯებისთვის - 820 EUR
  • სავიზო პროცედურებისთვის - 30 EUR
  • სამედიცინო და სამოგზაურო დაზღვევისთვის - 250 EUR

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი, როგორც კონკურსის ისე მობილობის პერიოდში;
  • კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს პირველი სასწავლო წელი (მინიმუმ 60 კრედიტი);
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისათვის მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს უცხო ენას (ინგლისურს ან ესპანურს) მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სავალდებულოა, რომ კანდიდატმა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში დააგროვოს 20-30 ECTS კრედიტი, საიდანაც მინიმუმ 20 ECTS კრედიტი აღიარებადი უნდა იყოს კანდიდატის მშობლიური კურიკულუმის ფარგლებში.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ვალიდური პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე (სასურველია EUROPASS-ის ფორმატში);
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი/Recommendation Letter (წერილი უნდა მოიცავდეს კანდიდატის აკადემიურ დახასიათებას, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას და მის ხელმოწერას);
  • მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი (ბაკალავრიატის სტუდენტების შემთხვევაში უნდა ჩანდეს რომ სტუდენტს დასრულებული აქვს პირველი აკადემიური წელი);
  • განახლებული აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი უცხო ენის (ინგლისური ან ესპანური) მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
  • შევსებული და დეკანის მიერ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება/Learning Agreement² (სავალდებულოა მასპინძელ უნივერსიტეტში გასავლელი მინ. 20ECTS აღიარებადი კრედიტის მითითება);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში: ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის პრობლემის ან სპეციალური საჭიროების დამადასტურებელი ცნობა;
  • კანდიდატის მიერ ხელმოწერილი გრანტთან დაკავშირებული საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების შესახებ დეკლარაცია.³

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

ყველა ინფორმაციის მიწოდების და დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, გენერირდება ქვითარი, რომელსაც კანდიდატმა ხელი უნდა მოაწეროს  და ატვირთოს UVAMOBPLUS პლატფორმაზე განაცხადის დასასრულებლად.

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ ვალადოლიდის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://uvamobplus2.uva.es/

კურსების კატალოგი იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 მაისი, 2024 წელი (23:59 ესპანეთის დროით)

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://uvamobplus2.uva.es/publico/download/62/en/Convocatoria_Completa_EN.pdf

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ: ka171.erasmusplus@uva.es


¹კანდიდატები, რომლებიც მიეკუთვნებიან “Students with fewer opportunities” ჯგუფს მიიღებენ დამატებით თანხას.

² შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია UVAMOBPLUS პლატფორმიდან შესაბამისი გრაფების შევსების შემდგომ. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო ხელშეკრულების განხილვას სჭირდება 3-5 დღე.

³ დეკლარაციის შაბლონი განთავსებულია UVAMOBPLUS2 სააპლიკაციო ფორმის მე-6 სექციაში.

 

ბანერები