ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა პროექტები

,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის

შემოქმედებითი ნაპერწკალი არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:
1. დიდი ბრიტანეთისა და პროგრამაში ჩართული ქვეყნების უნივერსიტეტებსა და შემოქმედებით ინსტიტუციებს შორის პარტნიორობების განვითარება სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის და სამეწარმეო ცენტრების დაარსების მიზნით;
2. სტუდენტებისთვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების ჩატარება იდეების ჩამოყალიბების, ბიზნესის წამოწყების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და კრედიტების მიღების მეთოდების შესახებ;
3. ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ციფრულ სასწავლო პლატფორმას, ონლაინ კურსებს და მასიურ ღია ონლაინ კურსებს (MOOCs), ფოკუსირებულს სამეწარმეო ინგლისურზე.

პროგრამა ფინანსდება და ხორციელდება საპარტნიორო ფონდის მიერ, რომელიც ხელს უწყობს პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში სამეწარმეო განათლების განვითარებას.

პარტნიორობის მიზანია მოიცვას შემდეგი თემები:
1. სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
2. ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
3. ცოდნის გაზიარება.

პროექტის მიზნების განსახორციელებლად საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტს University Of The West Of England in Bristol წარმოადგენს, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოვატორია ბრიტანეთის მასშტაბით სამეწარმეო განათლების ინოვაციურად დანერგვასა და გადაცემაში.

 2020 წელი

ბანერები