ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა პროექტები

მღვიმეებში მობინადრე უხერხემლოებისა და მათი ჰაბიტატების გამოკვლევა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება მღვიმეების კონსერვაციის შესახებ რაჭის კარსტულ მასივში, საქართველო, კავკასია

პროექტის მთავარი მიზანია რაჭის რეგიონის მღვიმეების ბიოლოგიური და ეკოლოგიური გამოკვლევა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება მღვიმეებში მობინადრე უხერხემლო ცხოველების მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მიზნები:

  • ლოკალური ენდემურ მღვიმურ უხერხემლო ცხოველთა კონსერვაციული სტატუსის შეფასება IUCN-ის კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
  • ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება ზოგიერთი მღვიმისათვის, რომლებსაც ახასიათებს მრავალფეროვან უხერხემლოთა ტაქსონები;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სემინარებისა და ექსკურსიების ორგანიზება მათი განათლებისთვის მღვიმეების ბიომრავალფეროვნებისა და კონსერვაციის აუცილებლობის შესახებ;
  • სუსტად გამოკვლეულ მღვიმეებში უხერხემლოთა საზოგადოებების გამოვლენა;
  • მღვიმეებთან შეგუებული უხერხემლო ცხოველების მეცნიერებისათვის ახალი ტაქსონების აღწერა.

რვა ერთი მღვიმის ენდემი სახეობის კონსერვაციული სტატუსი რაჭის კარსტულ მასივზე ჯერ არ შეფასებულა. მაშასადამე, ამ ტაქსონების გადაშენების რისკები საჭიროებს გამოკვლევას. მღვიმურ სახეობებს ადამიანთა აქტივობის გამო, როგორიცაა მღვიმური გარემოს სიმშვიდის დარღვევა, განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ გადაშენებისადმი.

პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნული კონსერვაციული პრობლემები გადაიჭრება და დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების საფუძველზე შემცირდება ანთროპოგენური წნეხი რეგიონის მღვიმეებზე.

დონორი ორგანიზაცია: The Van Tienhoven Foundation

ბანერები