ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

COST პროგრამა

CA21167 – უნივერსალურობა, მრავალფეროვნება და იდიოსინკრაზია ენობრივ ტექნოლოგიაში (UniDive)

მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული კოოპერაციის ფარგლებში "CA21167 – უნივერსალურობა, მრავალფეროვნება და იდიოსინკრაზია ენობრივ ტექნოლოგიაში (UniDive)"-ის პროექტი ემსახურება ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნებას შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების გზით (იხ. https://www.cost.eu/actions/CA21167/).

პროექტის ფარგლებში ივარაუდება: ა) ბუნებრივი ენის დამუშავების შესაბამისი ტერმინოლოგიისა და მეთოდოლოგიების შემუშავება; ბ) ინტერ- და ინტრალინგვისტური მრავალფეროვნების აზომვა; გ) უნივერსალიებსა და მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული ენობრივი რესურსებისა და საშუალებების განვითარება. პროექტის თეორიული დანიშნულებაა ენობრივი უნივერსალიების უკეთესი გაგება, ხოლო პრაქტიკული – ენობრივი რესურსებისა და საშუალებების შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენისათვის.

შესაბამისად, პროექტის მთავარი ამოცანაა ლინგვისტური უნივერსალიების გამოვლენა და ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნება ენობრივი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე და იგულისხმება ოთხი სამუშაო ჯგუფის არსებობა:

  • WG1: კორპუსის ანოტირება
  • WG2: ლექსიკონისა და კორპუსის ინტერფეისი
  • WG3: მულტილინგვური და კროს-ლინგვისტური ენობრივი ტექნოლოგია
  • WG4: მრავალფეროვნების აზომვა და შენარჩუნება

პროექტის საკვანძო სიტყვები:
ბუნებრივი ენის დამუშავება – ენობრივი უნივერსალიები – მრავალფეროვნება – თავისებურება – ენობრივი რესურსები და საშუალებები

მმართველი კომიტეტის წევრი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ირინა ლობჟანიძე

COST კონსორციუმის UniDive პროგრამის კოორდინირებას ახორციელებს პარიზ-საკლეის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) მმართველი კომიტეტის წევრებთან ერთად: EPOKA UNIVERSITY (ალბანეთი), კუ ლევენი (ბელგია), UCLouvain (ბელგია), ტუზლის უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ბულგარეთი), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია (ბულგარეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ხორვატიული ენისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტი (ხორვატია), კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ესტონური ენის ინსტიტუტი (ესტონეთი), კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტი (ესტონეთი), ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი), LIS - Laboratoire d'Informatique et Systemes (საფრანგეთი), Ludwig-Maximilians-Universität (გერმანია), ენისა და მეტყველების ინსტიტუტი (საბერძნეთი), უნგრეთის ლინგვისტიკის კვლევითი ცენტრი (უნგრეთი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი), მონაცემთა მეცნიერების ინსტიტუტი (ირლანდია), დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია), იერუსალიმის ტექნოლოგიური კოლეჯი (ისრაელი), ღია უნივერსიტეტი (ისრაელი), ნეაპოლის უნივერსიტეტი "L'Orientale" (იტალია), Università degli Studi di Cagliari (იტალია), ტილდე (ლატვია), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), მალტის უნივერსიტეტი (მალტა), მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი (მოლდოვა), ვლადიმერ ანდრუნაჩიევიჩის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტი (მოლდოვა), Instituut voor de Nederlandse Taal (ნიდერლანდები), სს. კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტი (ჩრდილოეთი მაკედონია), ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში (პოლონეთი), კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტი (პოლონეთი), INESC-ID (პორტუგალია), კოიმბრის უნივერსიტეტი (პორტუგალია), ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ინსტიტუტი (რუმინეთი), ბელგრადის უნივერსიტეტი (სერბეთი), სერბული ენის ინსტიტუტი SASA (სერბეთი), შტურის ენათმეცნიერების ინსტიტუტი (სლოვაკეთი), ლიუბლიანის უნივერსიტეტი (სლოვენია), ჟოზეფ სტეფანის ინსტიტუტი (სლოვენია), მურსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი), მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი), უფსალის უნივერსიტეტი (შვედეთი), ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია), სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი), ბოღაზიჩის უნივერსიტეტი (თურქეთი), შეფილდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო).

პროექტი იწყება 2022 წლის 23 სექტემბერს ოთხწლიანი დაფინანსებითა და თანამშრომლობით და დასრულდება 2026 წელს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: https://www.cost.eu/actions/CA21167

 

ბანერები