ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

COST პროგრამა

CA21148 – ახალი არაორგანული ქალკოგენიდების კვლევა და საერთაშორისო თანამშრომლობა მზის ენერგეტიკისთვის (RENEW-PV)

„ევროპის მწვანე შეთანხმების“ დირექტივები მხარს უჭერს განახლებადი ენერგეტიკის ისეთი ახალი კონცეფციების შემუშავებას, რომლებიც უსაფრთხო ეკოლოგიური მასალების გამოყენებით განხორციელდება და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას. ამ მიზნის მისაღწევად RENEW-PV აერთიანებს წამყვან ნოვატორ მეცნიერებსა და ინდუსტრიულ მკვლევრებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით და მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს და ხელი შეუწყოს ახალი არაორგანული ქალკოგენიდების თხელფენოვანი მზის ელემენტებისა და მზის ენერგიის სხვა ტექნოლოგიების კვლევას.

პროექტის მიზანია, შეიქმნას კვლევითი და ინოვაციური ქსელური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქნილი არაორგანული ქალკოგენიდის მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას. RENEW-PV ცდილობს გააფართოოს და განამტკიცოს მზის ენერგიის განვითარებადი ეკოსისტემა, რისთვისაც ხელს უწყობს ცოდნის შექმნასა და გაცვლას, შემოქმედებითობასა და თანამშრომლობას.

შედარების ინდიკატორების განსაზღვრის მიზნით იგი  შეიმუშავებს ტექნოლოგიური ეტალონის პორტფელს, რომელიც იქნება ერთგვარი სტრატეგიული გეგმა ახალი ტიპის მზის ელემენტის ტექნოლოგიის შესაქმნელად, რომელსაც ექნება უფრო მაღალი სიმძლავრის ნაკადი და უფრო ფართო გამოყენების დიაპაზონი, ვიდრე სილიციუმის მზის ტრადიციულ ელემენტებს.

ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა შეივსოს ხარვეზები იმ კვლევითი ჯგუფების ცოდნაში, რომლებიც მუშაობენ მასალებისა და მოწყობილობების მოდელირებაზე, თხელფენოვანი მასალებისა და პროცესების განვითარებაზე, მზის ელემენტების ინჟინერიასა და მასალებისა და მოწყობილობების მახასიათებლების გაზომვაზე. RENEW-PV ხელს შეუწყობს კვლევის სრულყოფასა და ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტების კარიერულ განვითარებას (გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით) თანამშრომლობის, ტრენინგის, სწავლებისა და მზის ელემენტების ინტეგრირებული კვლევით, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და ევროპის გადასვლას დაბალი ნახშირბადის ეკონომიკასა და მწვანე საზოგადოებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ თავხელიძე დაინიშნა COST RENEW-PV პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრად და, როგორც მკვლევარი, მონაწილეობას მიიღებს შვიდი კვლევითი ჯგუფიდან ერთ-ერთის მუშაობაში.

COST კონსორციუმის RENEW-PV პროგრამის კოორდინირებას ახორციელებს ტალინის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ესტონეთი) მმართველი კომიტეტის შემდეგ წევრებთან ერთად: ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია), მზის ენერგიისა და ახალი ენერგიის წყაროების ცენტრალური ლაბორატორია (ბულგარეთი), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია (ბულგარეთი), რუჯერ ბოსკოვიჩის ინსტიტუტი (ხორვატია), კვიპროსის უნივერსიტეტი (კვიპროსი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია), ჰელმჰოლცის ცენტრი ბერლინი (გერმანია), ჰოლონის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ჰიტი) (ისრაელი), ვერონის უნივერსიტეტი (იტალია), ლატვიის უნივერსიტეტის მყარი სხეულების ფიზიკის ინსტიტუტი (ლატვია), ფიზიკურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ცენტრი (ლიტვა), ლუქსემბურგის უნივერსიტეტი (ლუქსემბურგი), წმინდა კირილესა და მეთოდიუსის სახელობის უნივერსიტეტი (ჩრდილოეთ მაკედონია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია), მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი DCM-FCT-UNL (პორტუგალია), ვინკის ბირთვულ მეცნიერებათა ინსტიტუტი (სერბეთი), ლიუბლიანის უნივერსიტეტი (სლოვენია), IREC: კატალონიის ენერგეტიკის კვლევის ინსტიტუტი (ესპანეთი), განახლებადი ენერგიის ეროვნული ცენტრი (ესპანეთი), უფსალის უნივერსიტეტი (შვედეთი), ლივერპულის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და იორკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).

პროექტი იწყება 2022 წლის 6 ოქტომბერს ოთხწლიანი დაფინანსებითა და თანამშრომლობით და დასრულდება 2026 წელს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: https://www.cost.eu/actions/CA21148/

ბანერები