ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

COST პროგრამა

CA20107 - მიგრაციის და რელიგიური მრავალფეროვნების თეორიის და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება (COREnet)

პროექტი მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების თეორიის და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება წარმოადგენს კონსორციუმს და ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ქსელს, რომლის მიზანია ევროპაში მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების ურთიერთმიმართების შესახებ გამოცდილების გაცვლა, ცოდნისა და ახალი შესაძლებლობების შექმნა.

კონსორციუმი მიზანია, ინოვაციური სამეცნიერო მიდგომით ხელი შეუშალოს ევროპული ქვეყნების  დაყოფას და მიგრაციასა და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე მზარდი სოციალური მეცნიერების ცოდნა შემატოს რელიგიების კვლევებისა და თეოლოგიური შეხედულებების მიერ ახსნილ მიგრანტთა და ლტოლვილთა ნარატივებს. ქსელი წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისა და კარიერის ყველა საფეხურზე მყოფი მკვლევრების გაერთიანებას, რომელიც ახალი თაობის ინტერდისციპლინური სწავლების გზით შესაძლებელს ხდის რელიგიათა კვლევის, თეოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების დაკავშირებას და თანაშემოქმედებას.

ქსელი აკავშირებს ახალ ცოდნას სტეიკჰოლდერებთან - სახელმწიფო, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ მრავალფეროვნების მართვის სფეროში ნაციონალურ და ინტერნაციონალურ დონეზე.

კონსორციუმის საკვანძო სიტყვები:

მიგრაცია - რელიგიური მრავალფეროვნება - სოციალური შეჭიდულობა - ლტოლვილთა კრიზისი - მრავალფეროვნების პრაქტიკა და მენეჯმენტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფო ზვიადაძე ნომინირებული იქნა და აირჩიეს მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული კოოპერაციის (COST Action) კონსორციუმის (COREnet) მმართველი კომიტეტის წევრად.

COREnet კონსორციუმს კოორდინაციას უწევს ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ბედერის საუნივერსიტეტო კოლეჯი, უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტი „მატენადარანი“, ვენის უნივერსიტეტი, სარაევოს უნივერსიტეტი, სოფიას წმ. კლიმენტი ოჰრიდსკის უნივერსიტეტი, ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი, ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ფრედერიკის უნივერსიტეტი, კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტი, დასავლეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი, როსკილდეს უნივერსიტეტი, ესტონეთის მუსიკის და თეატრის აკადემია, ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის და რელიგიის კვლევების სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, არისტოტელეს უნივერსიტეტი, თესალონიკის სოციალური კვლევების ეროვნული ცენტრი (EKKE), სეგედის უნივერსიტეტი, აკურეირის უნივერსიტეტი, ისლანდიის უნივერსიტეტი, მეინუსის უნივერსიტეტი, ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ტურინის უნივერსიტეტი, დაუგავპილის უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის და ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, მალტის უნივერსიტეტი, მოლდოვის ეკონომიკის კვლევების აკადემია, ნორვეგიის VID სპეციალიზებული უნივერსიტეტი, დასავლეთ ნორვეგიის კვლევითი ინსტიტუტი, WSB უნივერსიტეტი, იგნაციუსის იეზუიტთა უნივერსიტეტი, ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (ISCTE-IUL), გენდერის კვლევების ინტერდისციპლინური ცენტრი (CIEG), ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, იასის უნივერსიტეტი, ეთნოგრაფიის ინსტიტუტი SASA ნოვი სადის უნივერსიტეტი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემია, მეფე ხუან კარლოსის უნივერსიტეტი, უპსალას უნივერსიტეტი, ფრიბურგის უნივერსიტეტი, ანკარის უნივერსიტეტი, ესკისეჰირ ონმანაგაზის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი.

პროგრამა იწყება 2021 წლის 2 ოქტომბერს და სრულდება 2025 წელს.

დამატებით ინფორმაციისთვის იხ.: https://www.cost.eu/actions/CA20107/   

ბანერები