ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

„წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“

ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების (DemCom) კონკურსის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის „წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობით შემუშავებული კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებზე ზეპირი ისტორიების ჩაწერას და ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის ონლაინპლატფორმაზე განთავსებას. აღნიშნულ ეპოქაში მოღვაწე და მცხოვრები საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების ზეპირი ისტორიები მოგვიყვება ეროვნული მოძრაობის, საბჭოთა კავშირის დაშლის, სამოქალაქო ომის, კონფლიქტებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების სხვა დრამატულ ეპიზოდების შესახებ.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ახალ თაობაში აღნიშნული პერიოდის მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, პროექტის პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმებისთვის ზეპირი ისტორიების კომპონენტის შემუშავება.

პროექტის ფარგლებში დაგროვებული და შენახული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისა და ამ პერიოდით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.

2023 წელი

 

ბანერები