ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

ვირტუალური მუზეუმი „გზაჯვარედინი“ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკლასო ოთახებში შემოტანა

პროექტის, „ვირტუალური მუზეუმი „გზაჯვარედინი“ მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გლობალური ამოცანის გადაჭრა საქართველო-აშშ-ის VR ონლაინპლატფორმის, ანუ „ვირტუალური მუზეუმი“ შექმნით, ორივე ქვეყნის მასწავლებლებისა და სტუდენტების მომზადებით ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიების ჩართვით კულტურული ძეგლებისა და არტეფაქტების დოკუმენტირებასა და შენარჩუნებაში, ფოკუსირებით სამხედრო აგრესიის უგულებელყოფის, განვითარებისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფ ობიექტებზე.

პროგრამის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU) კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი, ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) ანთროპოლოგიის დეპარტამენტი და STEM განათლების განვითარების ცენტრი (CASE). პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მასაჩუსეტსის შტატის პლიმუთის ოლქისა და გორის რეგიონის (რუსეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს) სკოლები.

პროექტის მიზნები:

  • საჯარო სკოლების, განსაკუთრებით სოფლების ან დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონების სკოლების გაძლიერება ინოვაციური ვირტუალური პლატფორმების დანერგვით, რომლებიც დაფუძნებულია VR ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და შესაძლო სამომავლო პროფესიულ დასაქმებაზე;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდითა და რისკის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დოკუმენტირებით VR და ფოტოგრამეტრიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების საშუალებით;
  • როგორც ამერიკელ, ისე ქართველ სტუდენტებს სოფლის ან დაბალშემოსავლიანი რეგიონებიდან დაანახოს ახალი კარიერული გზები ადგილობრივსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას;
  • გააუმჯობესოს კულტურული კავშირები აშშ-სა და საქართველოს შორის ინოვაციური, VR-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებით; საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა კულტურულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით;
  • დაეხმაროს ამერიკელ სტუდენტებს ქართული ისტორიისა და კულტურის უკეთ გააზრებაში განსაკუთრებით კი საქართველოს როლზე კულტურათა გზაჯვარედინზე;
  • დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს გაეცნონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს კულტურასა და ადგილობრივი ტომების კულტურულ მემკვიდრეობას.

პროექტის მიზნები მიიღწევა შემდეგი ამოცანების განხორციელებით:

  • მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას:
    • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებითა და გაეცნობიან მასთან დაკავშირებული დასაქმების სფეროებს
    • ფოტოგრამეტრია, 3D სკანირება და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები;
    • ფოტოგრამეტრიის, 3D სკანირებისა და ვირტუალური რეალობის გამოყენება კულტურული მემკვიდრეობასა და არქეოლოგიაში.
  • მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ პროფესიულ ტურებში ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებში. მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ცოდნა კულტურული ძეგლებისა და არტეფაქტების დოკუმენტაციისა და შენარჩუნების შესახებ;
  • მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო შეჯიბრებებში, ტესტში, გამოკითხვაში ან მსგავს აქტივობაში  „გათამაშებული“ ფორმით, რომელიც შექმნილია მათი საერთაშორისო პარტნიორის ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ცოდნისა და გააზრების შესამოწმებლად;
  • როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი მოსწავლეები განახორციელებენ არტეფაქტების, ისტორიულ მდებარეობისა და ძეგლების 3D სკანირებას, რომლებსაც წარმოადგენენ საერთაშორისო „ვირტუალურ მუზეუმში“ გამოფენაზე;
  • პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამა შენარჩუნდება და მათ ყოველწლიურად გააგრძელებენ  პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტები, მათ შორის მასაჩუსეტსისა და საქართველოს სხვა სკოლების ჩართულობით.

მოსალოდნელი შედეგები:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დოკუმენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლის დონეზე.
  • საერთაშორისო ვირტუალური რეალობის მუზეუმის „გზაჯვარედინი“ შექმნა.
  • საქართველოსა და აშშ-ის საჯარო სკოლებში დანერგილი ინოვაციური VR ტექნოლოგიები.
  • გორის რაიონის (საქართველო) 4 საჯარო სკოლაში შეიქმნება VR Lab-ების ქსელი.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიჯუოტერის სახელემწიფო უნივერსიტეტში განვითარებული აქტივობები კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დოკუმენტაციისა და VR ტექნოლოგიების შემდგომი განვრცობისთვის.
2023
ბანერები