ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2022-ის დაფინანსება მოიპოვა
ახალი ამბები
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წიგნის თარგმნის პროგრამა 2022“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ სათარგმნად წარდგენილმა წიგნმა “Abusive Constitutional Borrowing“ (1st Edition, Author: Rosalind Dixon, David Landau) დაფინანსება მოიპოვა.
აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ამერიკელ ავტორთა წიგნების თარგმნის პროგრამაზე.
პროგრამის მიზანია, ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ფინანსურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი კვლევები, სახელმძღვანელოები და თანამედროვე პოპულარული ლიტერატურა.
დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება
2022 წელი