ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

გზა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ: უნივერსიტეტის პოტენციალის გაძლიერება კვლევითი და სამეწარმეო უნარები საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Startup Grind Georgia-სთან ერთად 2017 წელს მიიღო საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტის კვლევისა და მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ცხადდება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარების გასაძლიერებლად საქართველოში.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა. პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს პროფესორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს,  გახდნენ გამომგონებლები, ინოვატორები და ზოგიერთ შემთხვევაში ,,აკადემიური” მეწარმეები.

დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში

პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აპლიკანტი ორგანიზაცია), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Startup Grind Georgia.

ბანერები