საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

  • სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა
    • მიმართულებები
      • ეკოლოგია – 8 ვაკანტური ადგილი
      • მოლეკულური ბიოტექნოლოგია და ბიოქიმია – 3 ვაკანტური ადგილი
      • მოლეკულური ნეირობიოლოგია – 1 ვაკანტური ადგილი
      •  ნეირომეცნიერება – 2 ვაკანტური ადგილი
  • ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა – 2 ვაკანტური ადგილი
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია) ჯამში 4 ვაკანტური ადგილი 
    • მიმართულებები
      • გეოლოგია – 2 ვაკანტური ადგილი
      • გეოფიზიკა –2 ვაკანტური ადგილი.
  • უჯრედული ნეირომეცნიერება – 2 ვაკანტური ადგილი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 4 ვაკანტური ადგილი
  • ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა "მედიცინა "  - 5 ვაკანტური ადგილი

სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერებში, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე


პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2020 წლის 11-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანია! დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 


გამოსაგზავნი საბუთები

. დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ. 3X4 ფოტოსურათის ელვერსია;
დ. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, უნდა გამოგზავნონ ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი * .
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი (5- წლიანი განათლების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ე. მოთხოვნა სადოქტორო პროგრამებისთვის: ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა, უჯრედული ნეირომეცნიერება , ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა –
ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი** (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


მოთხოვნა ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამისთვის „მედიცინა" 
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს
(TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC
Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე;
ვ. ავტობიოგრაფია (CV);
ზ. ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი №1); ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამისთვის მედიცინა  (დანართი№1 ინგლისურენოვანი)
. პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი № 2)
ი. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
* თითოეული სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრულია შესაბამისი მიმართულება ან დარგი/სპეციალობა, რომელშიც პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მოპოვებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
**უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 28 და 29 დეკემბერს (გამოცდის განრიგი და ბმული განთავსდება ვებსაიტზე და გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე 25 ან 26 დეკემბერს).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. ელპლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლია დოქტორანტობის კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

იხილეთ ინგლისურ ენაში საგამოცდო  ტესტის ნიმუში., გამოცდის აღწერა 
ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 დეკემბერისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 18 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2021 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად).

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2021 წლის 27 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადისშედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 28 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2021 წლის 2 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე (დანართი № 4).

 საზოდაგოებრივი ჯანდაცვის პროგრამისთვის (დანართი 4)

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. ელპლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია დოქტორანტობის კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

ზეპირი გამოცდა ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2021 წლის 04/02-დან 09/02-ის ჩათვლით ინტერვალში. ზუსტი ინფორმაცია გამოცდის განრიგისა და გამოცდის ბმული განთავსდება ვებსაიტზე და გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე 3 თებერვლისთვის).
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 11 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 12 თებერვალს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება 2021 წლის 15 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 18 და 19 თებერვალს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S103 ოთახში (მის.: გ.წერეთლის გასასვლელი №3)
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი):
დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთ მოყვანილი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი:

მოთხოვნა სადოქტორო პროგრამებისთვის: ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა, უჯრედული ნეირომეცნიერება, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა –
ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი**
მოთხოვნა ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამისთვის „მედიცინა“ -
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატი
(TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC
Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე.
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.
სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების პირადი ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და საიდენტიფიკაციო კოდი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული იქნება 2021 წლის თებერვლის ბოლომდე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2021 წლის 23 თებერვალს რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ნანა რეხვიაშვილი
დეკანის თანაშემწე
☏ (+995 32) 222 00 09 (115)

 

 

ბანერები