საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სამედიცინო მონაცემების ანალიზი“ – კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

კონკურსები

29 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში დაიწყება კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის „სამედიცინო მონაცემების ანალიზი“. კურსი დასრულდება 2 აგვისტოს.

მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/THfhm

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 29 ივლისი - 2 აგვისტო, 16:00 სთ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2024

ბანერები