საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სქესობრივად გამრავლებადი და პართენოგენეზული კლდის ხვლიკების (Darevskia Arribas) სასიცოცხლო ციკლების შედარებითი კვლევა“- დოქტორანტ ნათია ბარათელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

ღონისძიებები

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი ნათია ბარათელი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სქესობრივად გამრავლებადი და პართენოგენეზული კლდის ხვლიკების (Darevskia Arribas) სასიცოცხლო ციკლების შედარებითი კვლევა“.

თემის მოკლე მიმოხილვა

Darevskia-ს გვარის კავკასიური კლდის ხვლიკების მრავალფეროვან ჯგუფში ვხვდებით როგორც ორსქესიან, ასევე, პართენოგენეზულ (ერთსქესიან) სახეობებს. სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა ხმელეთის ხერხემლიანების პირველი პართენოგენეზული ფორმა.

სადოქტორო კვლევა მიზნად ისახავდა, განსხვავებათა შესწავლას ერთსქესიანი (Darevskia dahli, Darevskia armeniaca) და ორსქესიანი, მშობელი (Darevskia portschinskii, Darevskia valentini) კავკასიური კლდის ხვლიკების სასიცოცხლო ციკლების მნიშვნელოვან განზომილებებს თანაარსებობის პირობებში.

კვლევისას დოქტორანტმა შეისწავლა ერთი და ორსქესიანი ხვლიკების სივრცით განაწილებაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედება, განსხვავებები რეპროდუქციულ ძალისხმევაში, ძლიერი გენეტიკური კომპონენტების მქონე ფენოტიპური თვისებები და თავის ფორმის ცვალებადობა.

შესწავლილ პართენოგენზულ სახეობებს აქვთ რამდენიმე ერთობლივი ეკოლოგიური მახასიათებელი, რომლებიც განასხვავებს მათ ორსქესიანი მშობლებისგან: მათი ევოლუციური სტრატეგია არასტაბილურ გარემოსთან უკეთესადაა ადაპტირებული, უფრო სწრაფი რეპროდუქცია ეხმარება მათ წარმატებაში, ვიდრე ფენოტიპური ადაპტაცია კონკრეტულ გარემო პირობებთან.  ამასთან, ისინი არ ხარჯავენ დიდ ენერგიას სახეობათაშორის შეჯიბრში, რაც შეიძლება იყოს მათი სუსტი ყბების მიზეზი, რომელიც არ არის ადაპტირებული აგრესიულ ქცევასთან.

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 

დასწრება თავისუფალია. 

2024

ბანერები