მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტო მასალა საფრანგეთი

ფოტო მასალა საფრანგეთი

2018 წლის 29 იანვარს ცენტრის დირექტორი, პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი არჩეულ იქნა მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის (დაარსებულია ლუი XIV-ს მიერ 1706 წელს) წევრ-კორესპონდენტად. 10 დეკემბერს აკადემიის ლიტერატურის სექციაზე მან გააკეთა მოხსენება Chota Roustavéli, poète d'un apogée politique et culturel de la Géorgie, son œuvre – Le Chevalier à la Peau de Tigre - et ses traductions en français (შოთა რუსთაველი, საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აპოგეის პოეტი, ვეფხისტყაოსანი და მისი ფრანგულენოვანი თარგმანები). მოხსენებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თამარის ეპოქის მიმოხილვას, შოთა რუსთაველის პოემის, როგორც თანამედროვე რომანის წინამორბედის, ადგილს და მნიშვნელობას ეროვნულ და მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში, გავლებულ იქნა პარალელები იმავე ეპოქის ფრანგი ავტორის კრეტიენ დე ტრუას და გერმანელი პოეტის ვოლ­ფ­რამ ვონ ეშ­ენ­ბა­ხე­ლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან. მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო ვეფხისტყაოსნის სამი ფრანგულენოვანი თარგმანის შედარებას და იმ სირთულეების გამოკვეთას, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ მთარგმნელები - გიორგი გვაზავა, სერგი წულაძე და გასტონ ბუაჩიძე. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრე აკადეკოსებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ზოგადად, საქართველოს ისტორიისა კულტურის, დღევანდელობის და კონკრეტულად, ვეფხისტყაოსნის და მისი ფრანგულენოვანი თარგმანების მიმართ. აკადემიის ბიბლიოთეკას გადაეცა ვეფხისტყაოსნის სერგი წულაძის მიერ შესრულებული თარგმანი და EISH-ის მე-5 ნომერი.

ბანერები