ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020/21 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისათვის.

_____________________________________________________________________________________

საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე;
  • ხშირად დასმული კითხვები: FAQ
_____________________________________________________________________________________

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
_____________________________________________________________________________________


განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
  • ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2uOmJYX


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა20 დეკემბერი, 2020 (18:00 საქართველოს დროით)

_____________________________________________________________________________________

COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა სტუდენტის მობილობაზე!

  • 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გადაავადოს მობილობის განხორციელება მომდევნო სემესტრისათვის;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,  მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მობილობის მომდევნო სემესტრში გადავადების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება საბაკალავრო საფეხურის იმ სტუდენტების მობილობა, რომელთაც 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულზე დამამთავრებელი სემესტრის გატარება უწევთ მასპინძელ ქვეყანაში.
_____________________________________________________________________________________


ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

_____________________________________________________________________________________


კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში:

გთხოვთ, თითოეული უნივერსიტეტის დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილოთ ინდივიდუალური საინფორმაციო ბროშურები!


=============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext) 

ბანერები