ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

1.დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია)

  • გეოლოგია - 2 ადგილი
  • გეოფიზიკა - 2ადგილი

2. ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა

  • ასტრონომია და ასტროფიზიკა - 1 ადგილი
  • ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა - 2 ადგილი
  • კულტურული ასტრონომია და არქეოასტრონომია - 1 ადგილი

3. მედიცინის სადოქტორო პროგრამა (ფასიანი სწავლება) - 2 ადგილი

4. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

  • ეკოლოგია - 4 ადგილი
  • მოლეკულური ბიოტექნოლოგია და ბიოქიმია - 1 ადგილი
  • მოლეკულური ნეირობიოლოგია - 2 ადგილი

5. მათემატიკა - 1 ადგილი

( სადოქტორო პროგრამების აღწერა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/sainjinro-fakulteti-270/programebi-310/sadoqtoro-842)


პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია 

სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 5 იანვრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები ელექტრონულ მისამართზე: application_se@iliauni.edu.ge (დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოგზავნოს ერთხელ, ერთ ფაილად აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება).

  • სააპლიკაციო ფორმა (ფორმა1)
    • სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი 1: (med), (geo), (math), (physics), (life)
  • პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი 2 : (med), (geo), (math), (physics), (life)

 (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სია: https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/sainjinro-fakulteti-270/profesor-maswavleblebi-311)

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის);
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • 3X4 ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს მაგისტრატურა დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან - ერთად, მან უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველმა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს სავალდებულო წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში.

წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2017 წლის 10 იანვარს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით, იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები 

შენიშვნა: ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE); ასევე, პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ტესტის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 11 იანვარს (იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენის ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12, 13 და 16 იანვარს უნივერსიტეტის კანცელარიაში, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).

აპელაციის გათვალისწინებით, ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 18 იანვარს (იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, განიხილება სადოქტორო კვლევითი განაცხადი.


მესამე ეტაპი : სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (ან თუ კანდიდატი გათავისუფლებულია ამ ვალდებულებისაგან), მოხდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა.  

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი 3: (med), (geo), (math), (physics), (life)

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 20 იანვარს (იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია - 3 ქულა.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 23-25 იანვარს, უნივერსიტეტის კანცელარიაში, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

აპელაციის გათვალისწინებით სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 27 იანვარს (იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).


მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის გამოცდა და სადოქტორო კვლევით განაცხადში მიიღეს დადებითი შეფასება, გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 30 იანვარს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით, იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).   

გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი 4; (med), (geo), (math), (physics), (life)

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 31 იანვარს. იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi ).

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2017 წლის 1-3 თებერვალს, უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);

გასაუბრება სააპელაციო კომისიასთან ჩატარდება 2017 წლის 6 თებერვალს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით, იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

2017 წლის 7 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura-143/migeba-doqtoranturashi).

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის შეფასება და პირადი ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება დოქტორანტურის საფეხურზე ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების გამოცემიდან 32 დღის განმავლობაში.

ჩარიცხვა:

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გასაუბრების შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 2017 წლის 9 თებერვალს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (მის. მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H-102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან) და თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);
    • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) (ორიგინალი);
  • იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) - ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • 2 ფოტოსურათი 3X4.

შენიშვნა: 

აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად!

იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს ან/და ხელშეკრულებას გააფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარმატებულ კანდიდატთა სია წარდგენილ იქნება ჩარიცხვის ბრძანების გამოსაცემად 2017 წლის 13 თებერვალს.

დოქტორანტურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
მის: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა 4, H 101 ოთახი 
ტელ.: 2 220009 (508)
საკონტაქტო პირი: ნანა რეხვიაშვილი, დეკანის თანაშემწე
ელფოსტა: application_se@iliauni.edu.ge

ბანერები