ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“, „ციფრული ჰუმანიტარია“, „ისტორია“, „არქეოლოგია“, „კულტურის კვლევები“, „პოლიტიკის მეცნიერება“, „ფილოსოფია“, „სოციოლოგია“, „ფსიქოლოგია“, „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“.

  1. სადოქტორო პროგრამა „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ – 6 ვაკანტური ადგილი;
  2. სადოქტორო პროგრამა „ციფრული ჰუმანიტარია“ – 2 ვაკანტური ადგილი;
  3. სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ – 4 ვაკანტური ადგილი;
  4. სადოქტორო პროგრამა „არქეოლოგია“ – 2 ვაკანტური ადგილი;
  5. სადოქტორო პროგრამა „კულტურის კვლევები“ – 4 ვაკანტური ადგილი;
  6. სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ – 4 ვაკანტური ადგილი;
  7. სადოქტორო პროგრამა „ფილოსოფია“ – 1 ვაკანტური ადგილი;
  8. სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ – 3 ვაკანტური ადგილი;
  9. სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგია“ – 5 ვაკანტური ადგილი;
  10. სადოქტორო პროგრამა „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ – 3 ვაკანტური ადგილი.

ქალთა ფონდი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ჩარიცხული ერთი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ეკვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

სადოქტორო პროგრამა „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „ციფრული ჰუმანიტარია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „არქეოლოგია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „კულტურის კვლევები“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „ფილოსოფია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგია“ – იხ. აღწერა
სადოქტორო პროგრამა „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ – იხ. აღწერა


პირველი ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2023 წლის 16 ნოემბრიდან 6 დეკემბრის 18:00 საათამდე ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge

დოქტორანტურაში სწავლის მსურველების საყურადღებოდ!

  1. ყველა სავალდებულო საბუთი უნდა იყოს PDF ფორმატში;
  2. ყველა საბუთი/დოკუმენტი უნდა აიკინძოს ერთ ფაილად ერთმანეთის მიყოლებით;
  3. ერთ ფაილად აკინძული დოკუმენტების ნაკრები ერთხელ უნდა გამოიგზავნოს შესაბამის ელფოსტაზე.

სხვა შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება.

დოკუმენტაციის მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი

  1. სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა) ;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5. ფოტოსურათი 3x4;
  6. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა), რომელიც პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი;

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ: ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, ციფრული ჰუმანიტარია, ისტორია, არქეოლოგია, კულტურის კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება, ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია.)

    • ა) თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურს და არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    • ბ) თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს გერმანულ ენას (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზე „ფილოსოფია“ და „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“) და არ გადის გერმანული ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი Test Deutsch als Fremdsprache; DSH (Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom), ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 437 points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE), ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის ან გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე „ფილოსოფია“ და „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“. გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (მინიმუმ 55 ქულა) ან შესაბამისი ზემოხსენებული სერტიფიკატებით. ამ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას წერილში უნდა მიუთითონ ენა, რომელსაც მთავარ საგამოცდო ენად ირჩევენ.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 და B1 (B2 დონეზე გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) დონეებზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 8 დეკემბერს 09:00-დან 10:30 საათამდე, ხოლო გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 11 დეკემბერს.

ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2023 წლის 7 დეკემბერს.

  1. ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  2. ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  3. გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
გერმანული ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.

გერმანული და ინგლისური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 12 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 13 დეკემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2023 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ აპლიკანტს არ აქვს აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მან დამატებით უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა, რომლითაც შეფასდება მის მიერ ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, მიმდინარეობების, მიმართულებებისა და თეორიების ცოდნა და გააზრების უნარი; წერილობითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ. წასაკითხი მასალა იხილეთ აქ.

წერილობითი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წერილობითი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 19 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

წერით გამოცდაში აპლიკანტი პასუხს გასცემს 5 ღია შეკითხვას. ნაშრომი შეფასდება 25 ქულით; მინიმალური ზღვარია 18 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს აღნიშნულ ბარიერს, კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი წერილობითი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 20 დეკემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

წერილობითი გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2023 წლის 22 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა.

სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2023 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 26 დეკემბერს,10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2024 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, გადალახეს წერითი გამოცდა ფსიქოლოგიის მიმართულებით (იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც აქვთ აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში) და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა ფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 16, 17 და 18 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 22 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2024 წლის 23 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 25-26 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2024 წლის 24 იანვარს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2024 წლის 30 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 7 და 8 თებერვალს A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ე) გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ვ) გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტმა ასევე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. ამისათვის უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL (P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი –Certus;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
თ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები