მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ციფრული ჰუმანიტარიის“ სადოქტორო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ მიმართულებაზე „ციფრული პროსოპოგრაფია“მხოლოდ ამ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ციფრული ჰუმანიტარიის“ სადოქტორო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების მიღების ვადაა 2023 წლის 12 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურზე გულისხმობს სადოქტორო საფეხურზე მიღებისთვის დადგენილი ყველა პროცედურის გავლას.

რეგისტრაციისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით.

განცხადებას შიდა მობილობის წესით გადმოსვლის მსურველმა პირმა უნდა მიაბას სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

2023 წელი

 

ბანერები