ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2022 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე :

1.ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,მედიცინა” - 7 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:
დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:
Admission procedures and assessment system for Medicine PhD Program
Doctoral program admission application form (Annex №1)
Consent form of potential research supervisor(Annex №2)
Doctoral Research Application Assessment Form (Annex №3)
Oral exam form of the doctoral program (Annex №4)

2. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ - 5 ვაკანტური ადგილი 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, მედიცინის სფეროს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სავალდებულოა ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილით.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:
Admission procedures and assessment system for Public Health PhD Program
Doctoral program admission application form (Annex №1)
Consent form of potential research supervisor(Annex №2)
Doctoral Research Application Assessment Form (Annex №3)
Oral exam form of the doctoral program (Annex №4)

3.ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,ეკოლოგია’’– 11 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები; გარემო; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ინტერდისციპლინური). სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

მიღების პროცედურის დოკუმენტები:
Admission procedures and assessment system for Ecology PhD Program
Doctoral program admission application form (Annex №1)
Consent form of potential research supervisor (Annex №2)
Doctoral Research Application Assessment Form (Annex №3)
Oral exam form of the doctoral program (Annex №4)

4.,მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერებები’’ (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) -  1 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებული მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ფსიქოლოგიის სფეროში.

მიღების პროცედურის  დოკუმენტები:
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა
სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ფორმა (დანართი №1)
პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი №2)
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი №3)
სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა (დანართი №4)

5.,,უჯრედული ნეირომეცნიერება’’ - 1  ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში, ფიზიკურ მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ფსიქოლოგიის სფეროში;

მიღების პროცედურის  დოკუმენტები:
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა
სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ფორმა (დანართი № 1)
პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი № 2)
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი № 3)
სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა (დანართი № 4)

6. ,,ფიზიკა და ასტრონომია’’ - 3  ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში ან შემდეგ დეტალურ სფეროებში: მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები, ბიოლოგიური და მისი მონათესავე მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები, ასევე ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში (მაგ., ელექტრობა და ენერგია; ელექტრონიკა და ავტომატიზაცია; ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები; ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული).

მიღების პროცედურის დოკუმენტები:
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა
სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ფორმა (დანართი №1)
პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი №2)
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი №3)
სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა (დანართი №4)

ასევე, სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერებში, რომელიც  განთავსებულია შემდეგ  ბმულზე:https://bit.ly/3XGMmnm

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2022 წლის 8 დეკემბრიდან 17 დეკემბრის  ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანია! დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გამოგიგზავნით თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს.

გამოსაგზავნი საბუთები:

ა.დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო  ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ.  3X4 ფოტოსურათის ელ. ვერსია;

დ. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის უნდა გამოაგზავნონ ცნობა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ხარისხის მინიჭების შესახებ, სადაც მითითებული იქნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი * .

5 წლიანი განათლების მიღების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;  

ე. ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო

სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი** (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ვ.  ავტობიოგრაფია (CV);

ზ. ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი № 1   იხ.ზემოთ  თქვენთვის სასურველი  სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

თ.  პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი № 2 იხ.ზემოთ  თქვენთვის სასურველი  სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ი. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

კ. საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა გამოაგზავნონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დადასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

* თითოეული სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრულია შესაბამისი მიმართულება ან დარგი/სპეციალობა, რომელშიც პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მოპოვებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

**უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ:

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბერს T 204 აუდიტორიაში 9 :30 სთ- ზე, მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი, 3/5  (19 დეკემბერს დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებსაიტზე). სავალდებულოა გამოცდის დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი  კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშის სივრცეში, ადგილზე დასწრებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  დისტანციურად გამოცდები არ გაიმართება!

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 21 დეკემბერს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე  მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით. 

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 22 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 26 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად, იხ.ზემოთ თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2023 წლის 11 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 12 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2023 წლის 16 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე (დანართი № 4 იხ.ზემოთ თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას.

ზეპირი გამოცდა, სადოქტორო პროგრამების მიხედვით, ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2023 წლის 18 იანვრიდან – 25 იანვრის ჩათვლით ინტერვალში. ზუსტი ინფორმაცია გამოცდის განრიგის თაობაზე განთავსდება ვებსაიტზე 17 იანვრისთვის.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 27 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება 2023 წლის 30 იანვარს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2023 წლის 31 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის, კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2023 წლის 2 და 3 თებერვალს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H კორპუსი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი 

ე ) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზეს)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

თ) საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და საიდენტიფიკაციო ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2023 წლის თებერვლის ბოლომდე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2023 წლის 7 თებერვალს, რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნანა რეხვიაშვილი
დეკანის თანაშემწე
☏ (+995 32) 222 00 09 (115,508)

ბანერები