ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: მიღება კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული).
კურსის შესახებ
კურსის „ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული)“ მიზანია მსმენელი მოამზადოს კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ტესტის IELTS-ის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად. ამ მიზნის მისაღწევად კურსის მსვლელობისას შექმნილი იქნება შესაფერისი გარემო, რომელშიც თანმიმდევრულად განვითარდება და დაიხვეწება გამოცდისთვის საჭირო ოთხივე ენობრივი უნარი, ზოგადი და აკადემიური ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები; მსმენელი გაეცნობა დროში ნაცად უახლეს საგამოცდო ტაქტიკას და გამოიმუშავებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელ ტექნიკას.
უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე ენობრივი უნარი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მსმენელები ადვილად დაინახავენ, რომ მაგალითად კითხვითი დავალების შესრულების დროს ნასწავლი სიტყვები თუ გრამატიკული ფორმები, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ საუბრის ან წერის დროს. უფრო ზუსტად, იკვრება წრე, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება - ეს კარგად გამოჩნდება ყოველი მომდევნო კვირის სესიაზე, გამოცდაზე ორიენტირებული და შესაბამისი ფორმატის პრაქტიკული სამუშაოს - Exam Focus - შესრულებისას. კურსის ბოლოს კი, საგამოცდო პირობების მაქსიმალური დაცვით, ჩატარდება IELTS-ის სიმულაციური ტესტი - Mock Test (ოთხივე ნაწილი). ტესტის შემდეგ ერთი სესია დაეთმობა ტესტის შედეგების განხილვას და ყოველი მსმენელი მიიღებს ინდივიდუალურ პრაქტიკულ რჩევებს.
კურსის ყველა აქტივობაში სათანადო მონაწილეობის, დაგროვილი ქულებისა და სიმულაციური ტესტის შედეგის მიხედვით გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი, რომელსაც მსმენელი წარადგენს იქ, სადაც B2 დონის დამადასტურებელი საბუთია საჭირო.
ტრენერები - მაია როგავა, თამარ მექოშვილი
ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3znmkw3
კურსი ჩატარდება ონლაინ
კურსი დაიწყება 14 ივნისს.
კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს, რომლებიც განაწილდება 8 კვირის განმავლობაში.
კურსი ჩატარდება 14 ივნისიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე, შაბათს 15:00 საათზე
სესიების ხანგრძლივობა: 2-3 საათი
ღირებულება: 900 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივნისი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3PQmxh4
სასარგებლო ბმულები
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: ქართული ენის შერეული კურსი (A1.1)
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“
2022