ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგი „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში".

ტრენინგ-კურსი აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ, რაც ნიშნავს, რომ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გექნებათ საშუალება ჩააბაროთ ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) გამოცდა და გახდეთ ქცევის საერთაშორისო თერაპევტი (IBT).

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

ტრენინგებს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამის „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსი" კურსდამთავრებული;
  • ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე;
  • თათია მორჩაძე, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე.

პროგრამა აერთიანებს თეორიულსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ხანგრძლივობა: 6 კვირა (45 საკონტაქტო საათი)

შეხვედრები დაიწყება მაისში.

ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2024

ტრენინგის დაწყებამდე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/pebywXZiofA5iDFx5

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2024

ბანერები