


ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: ქართული ენის შერეული კურსი (A1.1)
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ქართული ენის შერეულ სასერტიფიკატო კურსზე (A1.1).
კურსის შესახებ
კურსის მიზანია, შემსწავლელი ფლობდეს ქართულ ენაზე მოსმენის, კითხვის, წერისა და ლაპარაკის კომპეტენციებს ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით A1.1 დონის შესაბამისად და შეეძლოს საკუთარი პიროვნებისა და სხვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება და გაცემა, ნაცნობი სიტყვებისა და მარტივი ფრაზების ამოცნობა, მარტივი კომუნიკაციის დამყარება, თუ თანამოსაუბრე ყოფით თემებზე ნელა და გარკვევით საუბრობს.
ამასთან შემსწავლელი გაეცნობა ქართულენოვანი გარემოს ყოფითი კულტურის ელემენტებს და შეძლებს ადეკვატურ ენობრივ-კულტურული ქმედებას თავისი ენობრივი დონის შესაბამისად.
ტრენერები: ივლიტა ლობჯანიძე, თინა ყაზარაშვილი, მაკა ნოზაძე, თამთა ჩაჩუა
ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3M0aVF5
ინტენსიური ფორმატი (კვირაში 8 აკადემიური საათი (ერთი საათი 50 წუთი)
- სინქრონული ფაზა: ონლაინჩართვა ზუმში
- ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00- 21:15 საათები (4 სრული საათი)
- ასინქრონული ფაზა: დავალებები ილერნინგზე (160 წუთი კვირაში)
- კურსის დასაწყისი: 6 ივნისი
- კურსის დასასრული: 29 ივლისი
კურსის ღირებულება – 600 ლარი
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3sVECR0
სასარგებლო ბმულები
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: მიღება კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“
2022 წელი