ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგი „აქტიური სწავლა ამობრუნებულ საკლასო ოთახში“

სემინარები

25-27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში (უნილაბში) გაიმართება ტრენინგი, რომლის მიზანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პედაგოგიური პერსონალის მომზადება, რათა მათ შეძლონ  სასწავლო კურსების დაგეგმვა ან განახლება ე. წ. ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის მიხედვით.

ტრენინგზე გამოყენებული იქნება თანამშრომლობითი სწავლის (Community of Inquiry) ხელშემწყობი მიდგომები, აქტიური სწავლის (Active Learning) ტექნიკები და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოები.

მონაწილეები განსაზღვრავენ თავიანთი ციფრული პედაგოგიური კომპეტენციის (Digital Pedagogical Competence) დონეს; იმსჯელებენ ციფრული წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის თანამედროვე სამყაროში; გაიგებენ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს როგორც ონლაინსწავლების ფორმატში, ისე სააუდიტორიო მეცადინეობის პირობებში და რატომაა ის უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული ლექცია; გააცნობიერებენ, რატომ არის აქტიური სწავლის ტექნიკების დანერგვა მიზანშეწონილი ახალი თაობასთან მუშაობაში და რამდენიმე მათგანს შეარჩევენ თავიანთი კურსებისთვის.

ტრეინინგებზე ასევე მოისინჯება (Learning by Doing) ელექტრონული სწავლების პორტალის Moodle/elearning შესაძლებლობები სხვადასხვაგვარი დავალების შესაქმნელად, შემდეგ კი მონაწილეები მოამზადებენ / განაახლებენ თავიანთი სასწავლო კურსის გეგმას სასწავლო დიზაინის ABC (ABC Learning Design) გამოყენებით და შეეცდებიან, უზრუნველყონ მასში სტუდენტთა სოციალური, კოგნიტიური, პედაგოგიური და ემოციური ჩართულობა.

ტრენინგის მონაწილე დარეგისტრირებული უნდა იყოს ელექტრონული სწავლების პორტალზე elearning.iliauni.edu.ge

ტრეინინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი.

სარეგისტრაციო: https://forms.gle/9rDp3E6Fe2k6NT8F7

ხანგრძლივობა: 6 საათი

  • 25 ივნისი 17:00-19:00 სააათი
  • 26 ივნისი 16:00-18:00 საათი 
  • 27 ივნისი 17:00 -19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, უნილაბი
 
2024

 

 

ბანერები