ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“

ახალი ამბები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგზე „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“.

ტრენინგის შესახებ

ტრენინგზე შუა რგოლისა და წინა ხაზის მენეჯერები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ თანამშრომლებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესის გამართულად და ეფექტიანად მართვაში.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან თანამშრომელთა მართვის თანამედროვე ინსტრუმენტებს და მომსახურების ხარისხის მართვის კონცეფციებსა და სტრატეგიებს. ხოლო პრაქტიკული დავალებათა მეშვეობით შეძლებენ თეორიული ცოდნა მოარგონ რეალურ სამუშაო პროცესს.

ტრენერი: თამარ მაღალაშვილი - ბიოგრაფია

ტრენინგი დაიწყება 20 ივნისს,18.00 საათზე, და მოიცავს 15 საკონტაქტო საათს, რომლებიც განაწილდება 5 დღეზე.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ კომპანიაში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ივნისი.

ღირებულება: 350 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://bit.ly/3zc4EDs

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

ტრენინგის ჩატარების გრაფიკი: 

  • 20 ივნისი,18:00 საათი
  • 22 ივნისი,18:00 საათი
  • 24 ივნისი,18:00 საათი
  • 27 ივნისი,18:00 საათი
  • 29 ივნისი,18:00 საათი

სწრაფი ბმულები:
 

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები