ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში „რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით“.
ტრენინგის შესახებ
კურსის მიზანია, მსმენელს ჩამოუყალიბდეს მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობის ჩვევა, სტატისტიკური ანალიზის ჩატარების უნარი და წარმოდგენა შეექმნას SPSS-ის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესახებ, რაც დაეხმარება მის წინაშე დასმული სოციოლოგიური, მარკეტინგული თუ სხვა საკითხების გადაწყვეტაში კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. ასევე გააცნოს ის ძირითადი სტატისტიკური ცნებები და თეორემები, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავებისათვის.
კურსი განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს მის წინაშე დასმული საკვლევი ამოცანის შესაბამისი კითხვარისათვის მონაცემთა ბაზის დამოუკიდებლად შექმნას, მონაცემთა დაფიქსირებას ბაზაში და კურსის მსვლელობისას შესწავლილი ხერხებით მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს.
კურსის მსვლელობისას აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. მისი ძირითადი ამოცანაა მსმენელს შეასწავლოს და მოამზადოს შემდეგ საკითხებში: SPSS-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, მონაცემთა ბაზის ფორმირება SPSS-ში, მონაცემების მომზადება ანალიზისათვის, შერჩევითი გამოკვლევის პრინციპები, უნივარიაციული ანალიზი, ბივარიაციული ანალიზისა და რეგრესიული ანალიზის ელემენტები და მათი რეალიზაცია SPSS-ში.
ტრენერი - მამუკა ნადარეიშვილი
ტრენერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/38vRYMB
კურსი დაიწყება 18 ივნისს, 11.00 საათზე.
მოიცავს 24 საკონტაქტო საათს, რომლებიც განაწილდება 4 კვირის განმავლობაში. მეცადინეობები გაიმართება შაბათსა და კვირას (18-19 ივნისი; 25-26 ივნისი; 2-3 ივლისი; 11-12 ივლისი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღირებულება: 350 ლარი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
სასარგებლო ბმულები
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: ქართული ენის შერეული კურსი (A1.1)
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი: მიღება კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე
- ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“
2022 წელი