ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ონლაინტრენინგი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ონლაინტრენინგზე ABLLS-R.

შეფასების ინსტრუმენტი ABLLS-R-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ს და შეძლებენ ბავშვის ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასებას, შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით კი – ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი

ტრენინგის დაწყების დრო: 20 აპრილი

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი: ონლაინ

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/iM47RriHLKRfBtg76

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 აპრილი

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2024

 

ბანერები