ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს  სთავაზობს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“.

პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება სკოლის მე-8-მე-12- კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტის ეტაპები

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.

  • პირველი ეტაპი მოიცავს ღია ლექციებს, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს თანამედროვე პროფესიებს და მოამზადებს პროექტის მეორე ეტაპისთვის.  კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს.
  • მეორე ეტაპზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
  • მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.

პროექტის მონაწილეთ ექნებათ საშუალება შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სადისკუსიო სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშავონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


პრიზი

სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. რჩეული პროექტის ავტორი  დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით. ასევე სხვადასხვა პრიზით, რომელებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დააწესებენ.  


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-8-მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. 

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.  

  • კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა - shorturl.at/pszF7
  • კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა - shorturl.at/zARW4
  • კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა -  shorturl.at/epEPY

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმავო  ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არაა გათვალისწინებული;
  • თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან. 

პროექტის პარტნიორები


სწრაფი ბმულები კურსების შესახებ

 
 
 

საკონტაქტო ინფორმაცია

infounilab@iliauni.edu.ge

pr@iliuni.edu.ge

2020 წელი

ბანერები