ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ჟურნალისტური კონკურსი სტუდენტებისთვის – „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება ეთიკური ჟურნალისტიკის მეშვეობით”

კონკურსები

რადიო ფორტუნა აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს, რომელიც ინიციირებულია რადიო ფორტუნას მიერ პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილია EACEA-ს მიერ (The European Education and Culture Executive Agency) და მიმართულია ეთიკური, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობისკენ. 

კონკურსის თემაა „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება ეთიკური ჟურნალისტიკის მეშვეობით”.                                       

კონკურსში მონაწილეობის (როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად) მსურველ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჟურნალისტიკით, ევროპული კვლევებით, საერთაშორისო ურთიერთობებით ან მასთან დაკავშირებული სფეროებით, შეუძლიათ ჩაერთონ ევროპული ფასეულობების აღმოჩენასა და ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობების კვლევაში და იმუშაონ თემებზე, რომლებიც ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ინტეგრაციის მნიშვნელობას კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, სოციალური ინკლუზიის გაძლიერებასა და ევროპასა და საქართველოს შორის საერთო ღირებულებების დაცვაში.


ნაშრომის სახელმძღვანელო

სტატიები უნდა იყოს 800-1200 სიტყვის ფარგლებში.

წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალი, აქამდე გამოუქვეყნებელი ნამუშევარი.

სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენებზე.

სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი.


პრიზი

სამი საუკეთესო სტატიის ავტორს გადაეცემა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კონსორციუმის სერტიფიკატი და სტატიები გამოქვეყნდება მედიაპლატფორმებზე – Mediaguard.com-სა და Fortuna.ge-ზე. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დამწყები ჟურნალისტებისთვის, მოიპოვონ აღიარება მედიაინდუსტრიაში.


როგორ მივიღოთ მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელფოსტის საშუალებით: tamarsadradze@gmail.com (cc  - dea.belkania@gmail.com). დეტალებს მოგაწვდიან რეგისტრაციისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რადიო ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ სადრაძეს.

tamarsadradze@gmail.com  / 599 094927

2024

ბანერები