ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი

კონკურსები

კიდევ ერთხელ იწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, STEM ინოვატორთა ასოციაციის, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის, FabLab-ისა და უნილაბის საერთო პროექტი – STEAM მასწავლებელთა კონკურსი.

პროექტის მიზნები

  • STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია; 
  • STEAM მიმართულების მასწავლებლების მოტივაციის გაზრდა; 
  • STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • STEAM მიმართულებით პროექტების განხორციელებაში მასწავლებლების დახმარება შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსის საფუძველზე;
  • მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.

STEAM მიმართულება მოიცავს მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ინჟინერიასთან, ხელოვნებასთან ან მათემატიკასთან დაკავშირებულ პროექტებს.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის STEAM მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი STEAM მიმართულებით ან შექმნან საგანმანათლებლო რესურსი.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი შედგება 5 საფეხურისგან, რომელთაც მასში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი გაივლის:

  1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება 
  2. STEAM იდეების შერჩევა
  3. გასაუბრება შერჩეულ გუნდებთან
      • გასაუბრების დროს დაზუსტდება მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული პროექტების ტექნიკური პარამეტრები და შეთანხმდება სამუშაო გეგმა, ასევე განიხილება პროექტის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის.
  1. სამუშაო ჯგუფების შექმნა და პროექტზე მუშაობა
      • კიბერლაბორატორია უნილაბის, ფაბლაბის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრ SALiS-სა და STEM ინოვატორთა ასოციაციის მენტორები გაინაწილებენ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც დაეხმარებიან მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს.
  1. STEAM მასწავლებელთა კონფერენცია
      • მასწავლებელი კონფერენციაზე მოსწავლეთა დახმარებით საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს საკუთარ  მატერიალურ პროდუქტს და გამართავს პროდუქტის შესახებ პრეზენტაციას.

როგორ დავრეგისტრირდე?

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/cw0zkPBA

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 აპრილი, 23:59

პროექტის პარტნიორები

  • უნილაბი
  • STEM ინოვატორთა ასოციაცია
  • FabLab
2024
ბანერები