ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საკვირაო სკოლა - საგანმანათლებლო პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პანდემიის პერიოდში საკვირაო სკოლის ფორმატში დისტანციურად არაერთ საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან.

პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობითა და სხვადასხვა მედიასაშუალებით.  


ილიაუნის საკვირაო სკოლის პროექტები

სკოლის მოსწავლეებისთვის

„უნილაბი სკოლაში“  

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ღია ლექციების საშუალებით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს და გაიარონ უფასო ონლაინკურსები პროგრამირების შემდეგი სამი მიმართულებით: Front-end, Unity 3D  და C#.

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის:  https://bit.ly/3eIgnNv


ციფრული უსაფრთხოება 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით, ილიაუნის საკვირაო სკოლა 2020 წლის 21 ნოემბრიდან გაიმართავს ციფრული უსაფრთხოების ყოველკვირეული ტრენინგების სერიას, რომელიც დაეხმარება VIII-XII-კლასელ მოსწავლეებს თანამედროვე ციფრული უნარების ათვისებასა და განვითარებაში.

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის - https://bit.ly/2UkLwxk

____________________________________________________________________________________________________________

თამაშების შექმნის საწყისები

27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“.
კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის- https://bit.ly/3d19Xui

____________________________________________________________________________________________________________

ონლაინკურსი   ელექტრონიკის საწყისები

24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი  მოსწავლეებისთვის იწყებს „ელექტრონიკის საწყისების“ ონლაინკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში  მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის გამოადგებათ. 

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის- https://bit.ly/3jG4Lxg

2020 წელი

ბანერები