ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

უნილაბი სკოლაში: C კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის „უნილაბი სკოლაში“  ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის C#-ის პრაქტიკული კურსი. 

კურსის შესახებ

კურსის მიზანი პროგრამირების საწყისების გაცნობაა. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და მოიცავს მარტივი პროგრამების აწყობას მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ პროგრამულ ენაზე, C#-ზე. მისი მსმენელები გაეცნობიან ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მთავარ პრინციპებს. 

რაც დრო გადის, იმ საქმის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს, რომელსაც ადრე ადამიანი აკეთებდა, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა ასრულებს. ამ  მოწყობილობებისათვის სამოქმედო პროგრამები იქმნება  და სხვადასხვა დავალება ეძლევა  პროგრამული ენების საშუალებით. დღეს განსხვავებული  პროფესიის ადამიანები პროგრამულ ენებს სწავლობენ, რათა თავად მისცენ დავალებები ელექტრონულ მოწყობილობებს, თვითონ ააწყონ ვებგვერდები ან მობილური აპლიკაციები, ანდა არსებულ პროგრამებში თავად შეიტანონ ცვლილებები.

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე.  მათზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.


კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3eIgnNv

ვინ მასწავლის

თეონა ტილკავაშვილი – Full Stack დეველოპერი, 2019 წლის მაისიდან დღემდე მუშაობს Dasta Regords Management-ში Front-End Developer-ად, ამავე კომპანიაში კითხულობს მარქაფის კურსს, ასევე ასწავლის HTML CSS-ის კურსს.


როგორ გავიარო კურსი?

კურსის გავლისთვის საჭიროა 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და შეასრულოთ ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.


სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/rzP5D1mVM6StTtVK9

ბანერები