ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

უნილაბი სკოლაში: Front-end კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის „უნილაბი სკოლაში“ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის Front-end-ის პრაქტიკული კურსი. 

კურსის შესახებ

კურსზე მიიღებ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემს, გაერკვე ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყო სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანო არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმო და მენეჯმენტი გაუწიო ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და პირველი ორი თვის განმავლობაში მარტივ ვებგვერდებს შექმნი HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით, ბოლო ერთი თვე კი რეალურ პროექტზე იმუშავებ.

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/lwJNP


ვინ მასწავლის

ქრისტინა მაკალათია – Front-end-ის ლექტორი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში (Academy Of Digital Industries), უნილაბსა (UniLab) და ჯეოლაბში (GeoLab); 2018 წელს გაიარა ASP.NET MVC-ის კურსი ჯეოლაბში და ამავე მიმართულებით გააგრძელა სტაჟირება. აქვს ლექტორობის 3-წლიანი გამოცდილება.

ნინი თევდორაშვილი – გრაფიკული დიზაინის ლექტორი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA, GeoLab-სა და IT Academy Step-ში. 2016 წლიდან  სარეკლამო კომპანია-ის  DDB Georgia (Betterfly) გრაფიკული დიზაინერია.


 

როგორ გავიარო კურსი?

კურსის გავლისთვის საჭიროა 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/YTJ2VMDRbK7XuvNs8

ბანერები