ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

უნილაბი სკოლაში: Unity 3D კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის „უნილაბი სკოლაში“ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის Unity 3D-ის პრაქტიკული კურსი. 

კურსის შესახებ

კურსის ფარგლებში იმ ძირითად პრინციპებს შეისწავლი, რომლებზე დაყრდნობითაც იქმნება კომპიუტერული თამაშები. ლექტორის მიერ მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით თავად შექმნი Unity-ში კროსპლატფორმულ თამაშებს. კურსის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტებზეც მოგიწევს მუშაობა.

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. მათზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.


კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/lwJNP

ვინ მასწავლის

პავლე ტაბატაძე -–2020 წლიდან  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფროსი დეველოპერია. 2019 წლიდან არის კომპანია „სერვისბოქსის“ უფროსი დეველოპერი. აქვს სხვადასხვა კომპანიაში დეველოპერად მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება. 2019 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს მედიაინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჯეოლაბში.


როგორ გავიარო კურსი?

კურსის გავლისთვის საჭიროა 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და შეასრულოთ ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.


სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/Kw9AzUWbhqgFcbmU7

ბანერები