ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

StartUp-მარკეტინგი - ირაკლი ბესელიძის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს მეწარმე და მარკეტერი, ირაკლი ბესელიძე.

ლექციის თემა: StartUp-მარკეტინგი

მომხსენებლის შესახებ

ირაკლი ბესელიძის მარკეტინგული კარიერა დაიწყო 1997 წელს სარეკლამო სააგენტოში Premier SV. მოგვიანებით, ის შეუერთდა მსოფლიოში წამყვან მედიაკომპანიას Carat და გახდა ამ კომპანიის მედიაგაყიდვების დირექტორი. 2002 წელს დააარსა სარეკლამო სააგენტო AdBureau, 2006 წელს კი შეისყიდა კომპანია Premier SV.
2014 წელს ირაკლი ბესელიძე სინგაპურში გადავიდა, სადაც დააარსა მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო კომპანია PTE LTD, 2015 წლიდან კი დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა საგანმანათლებლო საქმიანობას. 19-წლიანი კარიერის განმავლობაში ირაკლი ბესელიძემ 1000-ზე მეტი წარმატებული მარკეტინგული კამპანია განხორციელდა, რომელთა საერთო ბიუჯეტი $273 500 000 იყო.

დრო: 16 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები