ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს პირველად შეუერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია http://gew.co/georgia/global-entrepreneurship-week-georgia-2016 .

კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

http://gew.iliauni.edu.ge/

კვირეულის განრიგი:

➤ 14  - 20 ნოემბერი, მეიქათონი „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“

➤ 14  - 20 ნოემბერი, კრეათონი „სამაგიდო თამაშიდან ბიზნესამდე“

➤ 14 ნოემბერი, 15:00 საათი, G106 აუდიტორია, „კრეატიული აზროვნება“ - თემო ბარათაშვილის ტრენინგი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 14 ნოემბერი, 17:00 საათი, E 405 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და FORBES-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

➤ 14 ნოემბერი, 17:00 საათი, E 405 აუდიტორია, ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის შეხვედრების სერია: ADJARA GROUP HOSPITALITY-ს გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საჯარო ლექცია

➤ 15 ნოემბერი, 16:00 საათი, G 106 აუდიტორია, ქალ მეწარმეთა პროფესიული განვითარების პროგრამები დანიის სკოლებში - ანეტ ვალგრან იფსენის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 15 ნოემბერი, 19:00 საათი, G 106 აუდიტორია, იდეიდან ბაზრამდე - დაივა პაკალნეს ვორკშოპი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 16 ნოემბერი, 12:00 - 18:00 საათი, E 207 აუდიტორია, სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საჯარო ლექციები გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 16 ნოემბერი, 16:00 საათი, G 106 აუდიტორია, STARTUP-მარკეტინგი - ირაკლი ბესელიძის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 16 ნოემბერი, 18:30 საათი, G 106 აუდიტორია, „ქალი მეწარმეები: როგორ გავხდეთ ლიდერი?“- დაივა პაკალნეს საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 16 ნოემბერი, 18:00 საათი, E 405 აუდიტორია, ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის, საჯარო ლექცია

➤ 17 ნოემბერი, 18:00 საათი, G 106 აუდიტორია, THE LESSONS FROM SILICON VALLEY - დავით ჩეჩელაშვილის ტრენინგი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 18 ნოემბერი, 17:00 საათი, G 106 აუდიტორია, „როგორ ააწყო გლობალური ბიზნესი დისნეის ლიცენზირებული სათამაშოებით?“ - ანოესკა ტიმერმენსის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

➤ 20 ნოემბერი, 16:00 საათი, G 106 აუდიტორია, საჯარო ლექცია: მეწარმეობა როგორც შემოქმედებითობა, რწმენა და მიზანსწრაფულობა

2016 წელი

ბანერები