ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეიქათონი „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს ჩაატარებენ მეიქათონს - „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრებიან, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მენტორობით, იდეის პირველად პროტოტიპს შექმნიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მეიქათონი „შენი სტარტაპი რეალობაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პირველი ეტაპი:

  • მონაწილეების გუნდებად ფორმირება;
  • ილიაუნის ფაბლაბში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპის გაცნობა;
  • იდეების გენერირება.

მეიქათონის მეორე ეტაპი:

  • პირველადი პროტოტიპების შექმნა ილიაუნის ფაბლაბის ექსპერტების დახმარებით;
  • ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, ბიზნესმოდელის შექმნა) და Demo-დღისთვის მზადება.

Demo-დღე და გამარჯვებულთა გამოვლენა

  • მონაწილეების მიერ შექმნილი პროდუქტების პრეზენტაცია შემდეგი პრინციპით:

გუნდებმა Demo-დღეზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • გუნდის სახელი და ლოგო;
  • იდეის/პროდუქტის აღწერა;
  • იდეის/პროდუქტის ვებგვერდი, facebook-გვერდი ან ბლოგი;
  • იდეის/პროდუქტის ბიზნესგეგმა;
  • მომხმარებლის კვლევა და მისი შედეგები (მინიმუმ, 10 ადამიანი);
  • სამომავლო საქმიანობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა;
  • პირველადი პროტოტიპი.
  • გამარჯვებულთა გამოვლენა

პრიზი

მეიქათონში გამარჯვებული გუნდისთვის კომპანია „ბილაინი“ აწესებს პრიზს. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი 2017 წლის თებერვალში გაემგზავრება ბარსელონაში მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილურიაპლიკაციების კონკურსის - Eurasian Mobile Challenge - საბოლოო ეტაპია.

კომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს.

გამარჯვებულ გუნდებს ასევე მიეცემათ საშუალება, გაიარონ აქსელერაციის პროცესი და დახვეწონ პროდუქტი ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით.

ვის შეუძლია მეიქათონში მონაწილეობა?

  • ნებისმიერი ასაკის, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს, ვისაც აქვს ინოვაციური და უნიკალური იდეა და სურვილი, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს.

როგორ გავხდე მეიქათონის მონაწილე?

  • შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2016 წლის 10 ნოემბრისა;
  • შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2016 წლის 12 ნოემბრისა (მოგაწვდით ინფორმაციას პირველი ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილზე).

სწრაფი ბმულები

http://gew.iliauni.edu.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: სანდრო კანდელაკი - ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერი

ელფოსტა: sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები