ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„როგორ ააწყო გლობალური ბიზნესი დისნეის ლიცენზირებული სათამაშოებით?“ - ანოესკა ტიმერმენსის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების ლექტორი, ანოესკა ტიმერმენსი.

ლექციის თემა: „როგორ ააწყო გლობალური ბიზნესი დისნეის ლიცენზირებული სათამაშოებით და დაუკავშირო სტარტაპი მეწარმეობას“ (How I set up my global business with Disney licensed toys and connect this to the lean-start-up approach to entrepreneurship)

მომხსენებლის შესახებ

ანოესკა ტიმერმენსმა 2000 წელს დააარსა კომპანია „Yani BV“, რათა ბაზარზე შემოეტანა სათამაშოები 0-36 თვის ასაკის ბავშვებისთვის. სანამ ამ მიზნის მიღწევას შეძლებდა, მან არსებული სათამაშოების დისტრიბუცია დაიწყო, მაგრამ მალევე მთელი დრო საკუთარი კოლექციის შექმნასა და დახვეწას დაუთმო, რის შედეგადაც მეტად ნაყოფიერი თანამშრომლობა დაიწყო უოლტ დისნეის კომპანიასთან და, მისივე ლიცენზიით, ჩვილ ბავშვთა სათამაშოების პირველი კოლექციაც (მეფე ლომი და ვინი პუჰი) გამოუშვა. დღესდღეობით ანოესკა ტომერმენსის კომერციული კომპანია სათამაშოებს, საბავშვო ოთახის დეკორაციებსა და აქსესუარებს 5 კონტინენტის 27 ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებელს. სწორედ გლობალურ მეწარმეობაში ფართო გამოცდილება გახდა მიზეზი მისი საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყებისა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (AUAS) საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (AMSIB), სადაც ის პასუხისმგებელია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის 4-წლიანი სპეციალიზაციის მიმართულების განვითარებასა და განხორციელებაზე, და, ასევე, ამსტერდამის მოდის ინსტიტუტში (AMFI), სადაც ის უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის შექმნასა და განვითარებას.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 18 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები