ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

The Lessons From Silicon Valley - ტრენინგი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

17 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგი თემაზე: The Lessons From Silicon Valley.

ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეწარმე, კომპანიების - „NEUR Optics“ და „iZ3D“ - დამაარსებელი, დავით ჩეჩელაშვილი.

დავით ჩეჩელაშვილს 1999 წლიდან სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებში; აქვს დიდი გამოცდილება შემდეგ დისციპლინებში: ინერციული ვიზუალიზაციის გადაწყვეტა, VR/AR, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა როგორც საცალო, ისე საგანმანათლებლო სფეროებში.

როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, დავით ჩეჩელაშვილი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს კომპანიებში NEUR Optics, iZ3D და X6D (ცნობილია ასევე, როგორც DBA XPAND). მას აქვს გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე (X6D, Neurok, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

დავით ჩეჩელაშვილი, მოწვეული ლექტორის სტატუსით, 2014 წლიდან კითხულობს მეწარმეობის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; ამასთან, ხელმძღვანელობს StartUp Grind-ს და დამწყები მეწარმეების საზოგადოებას.

დრო: 17 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები