ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იდეიდან ბაზრამდე - დაივა პაკალნეს ვორკშოპი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ვორკშოპს ჩაატარებს ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი, დაივა პაკალნე.

ვორკშოპის თემა: იდეიდან ბაზრამდე - იდეის გენერირება, მისი სკრინინგის მეთოდები და ხერხები

ვორკშოპზე განხილული იქნება იდეის გენერირების ყველაზე პოპულარული მეთოდები და, ასევე, იდეების შემოწმების ხერხები, რაც აადვილებს საუკეთესო ბიზნესიდეის შერჩევის პროცესს. ვორკშოპის მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და იმუშავებენ იდეის გენერირებისა და მათგან საუკეთესოს შერჩევის გზებზე. 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 ნოემბერი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა:  G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები