USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მრავალშრიანი მხარდაჭერის სიტემის (MTSS) შემაჯამებელი ღონისძიება
ახალი ამბები
2024 წლის 22 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტის –მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემის (MTSS) შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილე შვიდმა პარტნიორმა სკოლამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პრაქტიკის კვლევები და შედეგები შემდეგ თემებზე:
- სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევის თემა: დაწყებით საფეხურზე სსსმ მოსწავლეთათვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების როლი - სსიპ – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლა პრაქტიკის კვლევის თემა: დისლექსიასთან გამკლავების სტრატეგიები დაწყებით საფეხურზე
- სსიპ – ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევის თემა: დამრიგებლის როლი სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების პროცესში დაწყებით საფეხურზე - სსიპ ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლა
- პრაქტიკის კვლევის თემა: სოციალურ-ემოციური კომპეტენციების ხელშემწყობი სტრატეგიების ინტეგრირება დაწყებითი საფეხურის საგნობრივ კურიკულუმში
- სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევის თემა: კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები და მათი აღმოფხვრის გზები მეორე და მესამე კლასებში - სსიპ – ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევის თემა: სოციოემოციური უნარების განვითარება მოსწავლეებში დამოუკიდებელი გაკვეთილების გამოყენებით
- სსიპ – ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევის თემა: მშობლებთან თანამშრომლობის პოზიტიური გზები დაწყებით საფეხურზე
ღონისძიების დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზეც იმსჯელეს მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემის (MTSS) დანერგვის მნიშვნელობასა და ამ კომპონენტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და USAID საბაზისო პროგრამას შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
2024
გალერეა