ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზაფხულო სკოლა: „კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“

საზაფხულო სკოლა: „კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს უკვე მეცხრედ უმასპინძლებს  საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის: „კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. სკოლის ძირითადი დამფინანსებელია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD. საზაფხულო სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანელ (და არა მხოლოდ გერმანელ) სტუდენტებს შორის. 

2017 წელს საზაფხულო სკოლა გაიმართება 8–22 სექტემბერს. სკოლას უხელმძღვანელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი; ჩართულნი იქნებიან ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სკოლა საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიცნონ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მისი კულტურული ასპექტები და  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ექსკურსიების მეშვეობით. სკოლას ტრადიციულად ეწვევა ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

საზაფხულო სკოლის ვებგვერდი: www.summerschools.iliauni.edu.ge

ბანერები