ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკის ცენტრი

მუსიკის ცენტრი

ილიაუნის მუსიკის ცენტრი 2009 წლიდან არსებობს. ცენტრის ლექტორები დარგის წამყვანი სპეციალისტები და დიდი გამოცდილების პედაგოგები არიან. ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულები სწავლას ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ.

ჩვენ მივესალმებით ყველას, ვისაც მუსიკის სიყვარული ამოძრავებს. ჩვენს პროგრამებზე სწავლა შეუძლია როგორც ტრადიციული მუსიკალური განათლების მქონე სტუდენტებს, ისე მათ, ვისაც ასეთი განათლება არ გააჩნია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია,
ბუნებრივი მონაცემები და შემოქმედებითი პოტენციალი - ყველას, ვისაც მუსიკა გიყვართ, მუსიკის ცენტრი გთავაზობთ კურსებს ქართული და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის, ჯაზის, როკ და პოპ-მუსიკის, ელექტრონული და კომპიუტერული, ძველებური, კლასიკური და თანამედროვე, კინოსა და
თეატრის მუსიკის მიმართულებებით.

თუ გსურთ, გახდეთ ეთნომუსიკოლოგი ან კომპოზიტორი, ჯაზ-მომღერალი ან ჯაზ-ორკესტრის საკრავებზე შემსრულებელი;
თუ გსურთ, შეისწავლოთ სხვადასხვა ეპოქის მუსიკის ისტორია და თეორია, უკრავდეთ კლასიკურ ან ბაროკოს კლავიშიან საკრავებზე, აფორმებდეთ ფილმებს და თეატრალურ სპექტაკლებს, აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის პროგრამები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც მისი
შესწავლა შეგიძლით!

საკონტაქტო ინფორმაცია
m.adamia@iliauni.edu.ge
www.facebook.com/Iliauni Music Centre
595 29 62 64

ბანერები