ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019/20 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

2019/20 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა

2019/20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის.
_____________________________________________________________________________________

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.  

_____________________________________________________________________________________

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი კურსის ბაკალავრებს;
  • მათ, ვისაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus Mundus ან Erasmus+ გაცვლით პროგრამაში და მათი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს.
_____________________________________________________________________________________


მნიშვნელოვანია

  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეიტანონ იმ საფეხურის მობილობაზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან. მაგალითად, ბაკალავრიატის სტუდენტს არ აქვს მაგისტრატურის საფეხურის მობილობაზე განაცხადის შემოტანის უფლება;
  • სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე.

_____________________________________________________________________________________

გაითვალისწინეთ!

  • სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
  • ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა

(ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით).

_____________________________________________________________________________________

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად. ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში)

დოკუმენტების ჩამონათვალი

ბაკალავრიატი

მაგისტრატურა

დოქტორანტურა

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)

შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ ცნობა¹ (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე) DOWNLOAD

ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)

ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ინგლისურ ენაზე)

 

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე)²DOWNLOAD

სამოტივაციო წერილი³(ინგლისურ ენაზე)

ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ერთი რეკომენდაცია საკმარისია)

 

სამეცნიერო ხელმძღვანელის (მასპინძელი და მშობლიური უნივერსიტეტებიდან) მიერ ხელმოწერილი სამაგისტრო ნაშრომის გეგმა (მხოლოდ დამამთავრებელი სემესტრის მაგისტრანტებისთვის) DOWNLOAD

 

 

სამეცნიერო ხელმძღვანელის (მხოლოდ მშობლიური უნივერსიტეტებიდან) მიერ ხელმოწერილი საბაკალავრო ნაშრომის გეგმა (მხოლოდ იმ დამამთავრებელი სემესტრის ბაკალავრებისთვის, რომლებიც გეგმავენ საბაკალავრო ნაშრომის დაცვას) DOWNLOAD

 

 

წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისგან  (საკმარისია ელფოსტით მიღებული თანხმობა)

 

 

მშობლიური უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი კვლევის გეგმა (ინგლისურ ენაზე)) DOWNLOAD

 

 

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე)

ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)



¹სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა. მინიმალური მოთხოვნა B2 დონე (ზოგიერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში C1). უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს.

²ინსტრუქცია სასწავლო ხელშეკრულების შევსების შესახებ იხილეთ ბმულზე

³სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთი სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს ყოველი სასურველი უნივერსიტეტისათვის  მორგებულ მოტივაციის კომპონენტს

 _____________________________________________________________________________________

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 
 
 

ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი

 
 

=============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

ბანერები